ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე, ამხელა ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაშიც ის იქნება გამარჯვებული.
ბიძინა ივანიშვილი
კალაძე ივანიშვილის დავაზე: როდესაც მართალი ხარ, ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო
tbl.ge/71d4
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებით, ოლიგარქის და მისი ოჯახის წევრების საბანკო ტრანზაქციებს Julius Baer აჭიანურებდა, 2024 წლის დეკემბერში კი ივანიშვილს უთხრეს, რომ საბანკო ანგარიშები უნდა დაეხურა.
ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნებაკახა კალაძეთბილისის მერიაშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგJulius Baer
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




