რუსული რეჟიმი

სამტრედიის სასამართლომ აქტივისტი თემურ ქათამაძე პატიმრობაში დატოვა – გვიანიძე

სამტრედიის სასამართლომ აქტივისტი თემურ ქათამაძე უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში სამ თვემდე ვადით პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საკრებულოს წევრი, აკაკი გვიანიძე ავრცელებს

"სამტრედიის სასამართლომ ჩვენი გურჯი მედროშე პატიმრობაში დატოვა, ამჯერად თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამ თვემდე ვადით, სანამ გაძევება\არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

სოლიდარობა და მხარდაჭერა მუჰაჯირთა შთამომავალ, სისხლით ხორცამდე ქართველ კაცს, თემურ ქათამაძეს!" - წერს გვიანიძე.

მანამდე, აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც ბათუმში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, 16 იანვარს გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე სამტრედიის იზოლატორთან ისევ დააკავეს.

17 იანვარს გვიანიძემ გაავრცელა ცნობა, რომ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. 

კომენტარები