საფრანგეთი-ლიბანი

ემანუელ მაკრონი ლიბანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ფოტო: Ludovic Marin

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, 17 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ოფიციალური ვიზიტით ჩაფრინდა. მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზანი ლიბანის ახალი ლიდერისთვის საფრანგეთის მხარდაჭერის გამოხატვაა.

ვიზიტის ფარგლებში მაკრონი ლიბანის ახალ პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნს შეხვდება, რომელიც ლიბანის პარლამენტმა ორ წლიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, პრეზიდენტად  9 იანვარს აირჩია. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია ჯოზეფ აუნისა და ლიბანის პრემიერმინისტრობის კანდიდატ ნავაფ სალამისთვის "ლიბანის სუვერენიტეტის გამყარებაში, მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ერთიანობის შენარჩუნებაში დახმარების გაწევაა".

კომენტარები