უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყების მოახლოებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "სამშაბათს დილიდან დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა". პრემიერის სიტყვებს X-ზე უნგრეთის მთავრობის საერთაშორისო პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს.
ორბანმა დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის დასასრულს "მწარე, რთული და მტკივნეული" უწოდა.
როგორც უნგრეთის პრემიერი აღნიშნავს, ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბების შედეგად მოპარეს და ის რომ პრეზიდენტად დარჩენილიყო უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდება. მან ასევე ხაზი გაუსვა რესპუბლიკურ ნაციონალიზმსა და დემოკრატიულ გლობალიზმს შორის კონტრასტს, რომელიც მისი თქმით, ისეთი ორგანიზაციების გავლით მოქმედებს, როგორიცაა სოროსის ქსელი.
უნგრეთის პრემიერმა დემოკრატები გააკრიტიკა "ეკონომიკური ინტერესებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და გენდერული სიგიჟისთვის ხელშეწყობისთვის პრიორიტეტის მინიჭებისა და მიზნების კონფლიქტის გზით განხორციელებისთვის, როგორც ეს უკრაინის ომში ჩანს".