ამერიკის საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ "საქართველო უკეთესს იმსახურებს."
"შეერთებული შტატები გმობს პარტია "ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.
საქართველო უკეთესს იმსახურებს." - წერია განცხადებაში.
15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანევლიძე, სხვა პირვებთან ერთად, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.