გიორგი გახარიაძე თავდასხმა

ბოკუჩავა გახარიაზე თავდასხმაზე: ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება

მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.

ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში.

ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა იმედი) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.

ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!

წერს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები