აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შემთხვევით გავიდა წამყვან ქეთევან ბოლქვაძისა და ამ ეტაპზე უცნობი კაცის ლაპარაკი.
ბოლქვაძე ყვება, თუ როგორ ჩაიარა ეთერმა ჟურნალისტ ეთერ თურაძესთან, რომელსაც აჭარის საზმაუს ხელმძღვანელობამ ეთერი დაუთმო. თურაძემ პირდაპირ ეთერში მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების შესახებ ილაპარაკა.
პირდაპირ ეთერში ბოლქვაძემ თურაძე რამდენჯერმე დაადანაშაულა "შემოვარდნაში" და "ხელის შეშლაში", ხოლო თანამშრომელთან საუბარში ბოლქვაძე აღიარებს, რომ თურაძეს მისთვის ხელი არ შეუშლია, თუმცა მისი იქ ყოფნა იყო "დამძაბველი და დამთრგუნველი".
გარდა ამისა, ბოლქვაძემ რამდენჯერმე შეურაცხყმყოფელი ჰომოფობიური ტერმინი გამოიყენა მოქალაქე გიგა გელხვიძის მისამართით.