კორეის ნახევარკუნძული

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

Rodong Sinmun

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან რამდენიმე მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განცხადება გაავრცელა მომხდართან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ დამატებით პროვოკაციას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

“ჩვენ ვგმობთ რაკეტების გაშვებას, რადგან ის წარმოადგენს აშკარა პროვოკაციას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის კორეის ნახევსრკუნძულის მშვიდობასა და სტაბილურობას” – წერია სaმხრეთ კორეის გენშტაბის ხელმძღვანელების განცხადებაში

კომენტარები