კორეის ნახევარკუნძული

სეული: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან დამაკავშირებელი გზების აფეთქებას გეგმავს

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებული ზონის (DMZ) მიმდებარე ტერიტორიაზე სამხრეთთან დამაკავშირებელი გზების ასაფეთქებლად ემზადება.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები საზღვრის მიმდებარე გზებზე კამუფლაჟით მუშაობდნენ, რაც, სამხრეთის მიხედვით, გზების აფეთქებისთვისაა მზადება. 

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთს დრონების გაგზავნასა და  ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის საწინააღმდეგო ბევრი ბროშურის ჩამოგდებაში დაადანაშაულა. 

სამხრეთ კორეას ბრალდების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სამხრეთთან დაკავშირებულ ყველა გზასა და რკინიგზას ჩაჭრიდა და საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ უფრო გაამაგრებდა.

 

 

 

კომენტარები