რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთში უკრაინის იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძარს მეხუთე დღეა ვერ აქრობენ

ხანძარი ენგელსის ნავთობბაზაზე
Pravda.ua

რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე მეხუთე დღეა ხანძარი მძვინვარებს.

სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის განმარტებით მიმდინარეობს "საწვავის კონტროლირებადი წვა".

ნავთობბაზაზე ხანძარი 5 დღის წინ, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ დაიწყო.

ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაიღუპა სამაშველო სამსახურის 2 თანამშრომელი.

კომენტარები