კსკ ვაგნერი

აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთისას ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც "ვაგნერელი" იყო

vk.com/"Защитники Отечества"

აშშ-ს სასაზღვრო სამსახურმა მექსიკიდან აშშ-ში საზღვრის უკანონო გადაკვეთისას ყაზახეთის მოქალაქე, ტიმურ პარლიევი დააკავა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერისთვის იბრძოდა. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პარლიევს ტეხასის შტატში მდინარე რიო-გრანდე გადაკვეთისას თან ჰქონდა 4 000 დოლარი, 60 000 მექსიკური პესო და დრონი. 

დაკავების შემდეგ პრალიევმა თქვა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა და კსკ ვაგნერში მუშაობდა, მას ყაზახურთან ერთად რუსული პასპორტიც აღმოაჩნდა, ხოლო ყაზახეთში ორმაგი მოქალაქეობა იკრძალება. 

პრალიევმა ბრალი აღიარა. პროკურატურა მას აშშ-ს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებდა. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რას საქმიანობდა პრალიევი, როდესაც კსკ ვაგნერის თანამშრომელი იყო. ასევე უცნობია, თუ რატომ გადაჰქონდა პრალიევს საზღვარზე დრონი.

როგორც რადიო თავისუფლების ყაზახურმა სამსახურმა, Радио Азаттык-მა გაარკვია, პარლიევს დაკავებამდე მცირე ხნით ადრე ფონდ სამშობლოს დამცველების ფილიალის ხელმძღვანელმა საომარი მოქმედებების ვეტერანის მოწმობა გადასცა.

კომენტარები