ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი დასავლეთს: ახალი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვაშიც უნდა დაგვეხმაროთ

ჩვენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მხარს გვიჭერენ არჩევნების შედეგების არაღიარებით და, ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ეს გაუვა, ამას გაიმეორებს და არამხოლოდ აქ. ამიტომ, არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარების პოლიტიკა აუცილებელია ზეწოლისთვის.

სანქციები მათზე განსხვავებული ტიპის ზეწოლაა, რადგან ზეწოლაა არა მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც, რაც მსგავსია ნებისმიერ ავტოკრატიული რეჟიმის, რადგან ისინი უკვე ავტოკრატიული, ერთპარტიულ რეჟიმს წარმოადგენენ, დამოკიდებულები არიან მათ გარშემო პირველ წრეზე, პრივილეგირებულ ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც აკონტროლებენ, რომლებიც მათ ხელშია. ასე რომ, სანქციები ამას რეალურად აწვება და ამ ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს ასუსტებს. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე ნამდვილად უნდა დაგვეხმაროთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვაში, რადგან არ არსებობს სხვა ცნობილი გზა ამდენად ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც დღეს საქართველოში ვართ. ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. 

ახალი არჩევნები ჩატარდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არ არსებობს მაგალითი ქვეყნისა, რომელსაც კვლავ აქვს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცოცხალია, სადაც ავტოკრატიულ, ერთი კაცის მმართველობას გაძლება შეუძლია, როდესაც მოსახლეობას სრულად მოწყვეტილია, როგორც ახლა ვხედავთ. უკვე 42-ეა დღეა, რაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და პროტესტს, რომელიც მასობრივია, მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს და ყველა თაობასა და საზოგადოების ყველა სეგმენტს მოიცავს, დასუსტების პირი არ უჩანს. ამიტომ, შეუძლებელია, რომ ასეთი მმართველობა გაგრძელდეს. 

ახლა შეიძლება, რომ შეეგუონ არსებულს და ახალ არჩევნებზე კომპრომისს დათანხმდნენ, ან მოუწევთ ისეთი რაღაცის დალოდება, რაც ნაკლებად სტაბილურია და რასაც ეს ქვეყანა ნაკლებად ისურვებდა, ანუ მმართველი პარტიის მიერ საკუთარი თავის დეზინტეგრაციას. თუმცა, ეს უფრო არასტაბილური მომავალია, ამიტომ, არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებაზე ყველა განსხვავებული გზით ზეწოლაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ისინი დათანხმდნენ, ნაწილობრივ საკუთარი თავის გადასარჩენად და ნაწილობრივ ქვეყნის არასტაბილურობისგან გადასარჩენად, და ახალი არჩევნების ჩატარება დაუშვან, რასაც ეს ქვეყანა და ასევე მისი პარტნიორები იმსახურებენ.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Hudson Institute-ის პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც კონგრესმენთან და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონთან ერთად გამოდის.

კომენტარები