ხანძარი ლოს-ანჯელესში

ლოს-ანჯელესის ხანძარმა პერის ჰილტონის, ედამ ბროუდისა და ანა ფერისის სახლები გაანადგურა

პერის ჰილტონი, ედამ ბროუდი, ანა ფერისი
The Independent

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი რამდენიმე ათას ჰექტარზეა გავრცელებული. 

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა: პერის ჰილტონმა, ანა ფერისმა, ჯენიფერ ლავ ჰიუიტმა, ლეიტონ მისტერმა, ჯენიფერ გრეიმ, კერი ელვისმა, ბილი კრისტალმა, ჯეიმს ვუდსმა, დაიან უორენმა და ედამ ბროუდიმ (ბროუდი და მისტერი ცოლ-ქმარი არიან, ცეცხლმა წყვილის საერთო სახლი გაანადგურა). 

ჰილტონმა Instagram-ზე სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს "გულდასაწყვეტია, როდესაც ტელევიზიის ეთერში იგებ, რომ შენი სახლი დაიწვა".


ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 130,000 ადამიანს სავალდებულო ევაკუაციის წესით ადგილმდებარეობა უკვე დაატოვებინეს. ინფორმაციას, AP News ავრცელებს

BBC-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება და სულ მცირე, ხანძრის ექვსი კერა მძვინვარებს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის არცერთი კერა არ არის ლოკალიზებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრების შედეგად შექმნილი კრიზისის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა, 8 იანვარს გააკეთა. 

კომენტარები