მოლდოვური მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ კიშინიოვის აეროპორტში, გასაგზავნი ამანათების შემოწმებისას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. Pulsmedia-ს მტკიცებით, ნივთი უკრაინიდან იყო გამოგზავნილი და კიშინიოვიდან ის თბილისის რეისით უნდა გადაეტანათ.
"სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სპეციალური კონტროლის შედეგად, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში გასაგზავნი ნივთების შემოწმებისას აღმოაჩინეს სათამაშო მანქანის მსგავსი ნივთი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები ჰქონდა" – წერია მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოლდოვის შსს-ს მიხედვით, ყველანაირი საფრთხე განეიტრალებულია და აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.