რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიევში ვიზიტი გადადო

კით კელოგი  

Reuters 4 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმ, კით კელოგმა, რომელიც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინაში მომავალ სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა, კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქში ვიზიტი ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო. კით კელოგის ვიზიტი უკრაინაში იანვრის დასაწყისში იყო დაგეგმილი.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, კელოგი კიევში 20 იანვრის შემდეგ ჩავა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არ არის. უცნობია ვიზიტის გადადების მიზეზიც.

როგორც Reuters-მა გასულ თვეში დაწერა, თავდაპირველად კით კელოგი უკრაინის ლიდერებთან შეხვედრას და კიევში ვიზიტს იანვრის დასაწყისში გეგმავდა. მისი გუნდი ასევე გეგმავდა შეხვედრებს სხვა ევროპულ ლიდერებთან, მათ შორის ჩასვმა იგეგმებოდა რომსა და პარიზში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კელოგი ამ პერიოდში მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს, არამედ კიევში უფროს თანამდებობის პირებს შეხვდება. როგორც Reuters იტყობინება, მისი გუნდი ასევე რომსა და პარიზში ლიდერებთან შეხვედრებზე მუშაობს. 

გამოცემის წყაროების თქმით, შეხვედრების მიზანს არა აქტიური მოლაპარაკებები, არამედ ძირითადად მომავალი ადმინისტრაციისთვის ფაქტების შეგროვება წარმოადგენს.

Reuters-თან საუბრისას ტრამპის გარდამავალის გუნდის სპიკერმა და თეთრი სახლის სავარაუდო მომავლმა სპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა დაგეგმილ შეხვედრებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, თქვა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება არჩეული პრეზიდენტისთვის პრიორიტეტად რჩება.

"პრეზიდენტ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიან დასრულებაზე  სწრაფად მოლაპარაკება მისი მეორე ვადის დროს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება". - თქვა ლევიტმა.  

კომენტარები