პრეზიდენტის არჩევნები

ყაველაშვილი ქართველი ხალხის მასხრად ასაგდებად განზრახ შეარჩიეს – კოლსი

ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი წერს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და ქართულმა ოცნებამ ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტოდ განზრახ შეარჩია, რათა ქართველი ხალხი მასხრად აიგდოს და საქართველო რუსეთის ორბიტაში განამტკიცოს. 

ამის შესახებ კოლსი X-ზე წერს.

"ქართული ოცნების რეჟიმმა პრეზიდენტობა გადასცა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს, ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც ქართველი ხალხის მასხრად ასაგდებად და საქართველოს რუსეთის ორბიტაში განსამტკიცებლად განზრახ შეარჩიეს. 

ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია". - წერს კოლსი. 

დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. 

კომენტარები