რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის დაზვერვამ ოკუპირებული ცხინვალის ბაზის 3 მაღალჩინოსანი მოკლა

ფოტო: უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამთავრობო შემადგენლობის სამი ოფიცერი მოკლეს

წარმატებული ოპერაციის შედეგად უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 5 ერთეული ჯავშანტექნიკა და ადგილზე მოკლეს: 

  • კაპიტანი დიმიტრი ნაგორნი, 135-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური
  • კაპიტანი გრიგორი კრახმალიოვი, რუსეთის 135-ე მოტომსროლელი პოლკის შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსის მოადგილე და დაზვერვის უფროსი
  • კაპიტანი იური ფომინი, მე-4 საოკუპაციო ბაზის საზენიტო ბატარიის მეთაური

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, რუსული ოკუპაციური ჯარების, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდგომი მე-4 საოკუპაციო ბაზის 3 მაღალჩინისანი ოფიცერის ლიკვიდირება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აქტიური ქმედებების დეპარტამენტის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებისა და ოპერატიული დაჯგუფება ტავრიის წარმატებული ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელშიც რუსეთის ძალების მე-4 საოკუპაციო ბაზის სამეთაურო შემადგენლობის ოფიცრები მონაწილეობდნენ.

მონაცემების გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ, სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა ოპერაციის გეგმა შეიმუშავეს. ამ ოპერაციაში ჩაერთო ოპერატიული დაჯგუფება ტავრია, უპილოტო სისტემების ძალები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ტაქტიკური ჯგუფი ტაიფუნი.

რუსი ოფიცრების შეკრების დაწყებისთანავე უკრაინის ძალებმა მათზე HIMARS-ის სისტემით ზუსტი დარტყმა მიიტანეს. შემდგომ, კუპანტების ევაკუაციის ჯგუფი ადგილზე მისვლის დროს მათზე უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებმა დრონებით მიიტანეს იერიში.

კომენტარები