ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ოპოზიციამ სხდომაზე აქციებზე ნაცემი მოქალაქეებისა და მედიის წარმომადგენლების ფოტოები მიიტანეს და ქართული ოცნების დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი. ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხელფასების გაზრდაზე უნდა ემსჯელათ.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა სცადა ოზურგეთის მერისთვის, ავთანდილ თალაკვაძისთვის აქციებზე ნაცემი ახალგაზრდების ფოტო მიეცა, რასაც საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა.
TV პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაპირისპირებისას ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ მათ და რუსთავი 2-ის ოპერატორებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
"პანჩური კი არა, ცხვირ-პირი უნდა გაგიერთიანოთ" - მიმართა, სავარაუდოდ, ოცნების დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში ჟურნალისტებს.





