კრიმინალი

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს – ეჭვმიტანილი შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს - ინფრომაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები