22 დეკემბერს უკრაინამ მასიური საჰაერო იერიში მოიგერია. საჰაერო ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 52 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების აქტივობის შედეგად 44 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 102 დრონი ააფრინა. უპილოტო საფრენი აპარატები ბრიანსკის, მილეროვოს, ორელის, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკისა და ბერდიანსკის ოლქებიდან გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გაანადგურეს.
რაკეტებისა და დრონების იერიშის შედეგად ხერსონის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, სუმის, ჟიტომირის და კიევის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე კერძო საწარმო, საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობის უძრავი ქონება.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





