ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი ჯო უილსონს: მადლობა ამდენად ღირებული მხარდაჭერისთვის

European Parliament

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენსა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, ჯო უილსონს ახალი არჩევნების მხარდაჭერის მოთხოვნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს.

"მადლობა ამდენად ღირებულები მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და სწრაფვისა, რომ მისი ევროატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული გზით აღადგინოს: ახალი არჩევნებით!" - წერს ზურაბიშვილი. 

მანამდე, უილსონმა დაწერა, რომ ზურაბიშვილთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, პრეზიდენტს ეთანხმება, რომ ერთადერთი გზა წინსვლისთვის ახალი არჩევნებია. 

"სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის ჟამს, ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია. ვეთანხმები მას - საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს". - წერდა უილსონი.

კომენტარები