ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პრეზიდენტი: ეუთო/ოდირის დასკვნის მერე, ვართ ახალ ეტაპზე, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები!

"დღეს ვართ შეკრებილნი კოორდინაციის ფორმატში პოლიტიკური პარტიები, NGO-ები, საზოგადოების წარმომადგენლები, იმ ქუჩის აქტივისტები, პროტესტის ორგანიზატორები თუ მონაწილეები, იმისთვის, რომ გადავხედოთ დღეს სად ვართ, და ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირმა დადო საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. 

ჩვენ ყველამ და საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად იცის, თუ რა მოხდა არჩევნების დღეს, როგორ, რა მეთოდებით გაყალბდა ეს არჩევნები. ასე რომ, არაფრის დამტკიცება არავის არ სჭირდებოდა, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ ეს დასკვნა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ ელოდებოდნენ, ამ საბოლოო დასკვნას. 

სამწუხაროდ, ბატონი კობახიძისთვის არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ ორ წუთში გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან კარგი არის ეს დასკვნა და ჩვენ გვაძლევს ლეგიტიმაციას - ესაა მისი სიტყვები და ჩვენ ჯერ არ ვართ საბჭოთა რეჟიმში და სისტემაში, რომ მისი ნათქვამი იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ ვერ გაიგოს სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა. ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ გაყალბების ფორმებს, მეთოდებს, იმ დარღვევებს , რაც ჩვენ აღვნიშნეთ ყველამ აქამდე და ამას ადასტურებს ფორმალურად თავის დასკვნაში. 

ის ფაქტი, რომ ეუთო არ იძლევა საბოლოო პოლიტიკურ შეფასებას, ესეც არის მისი პასუხისმგებლობის და მანდატის ფარგლებში. რამეთუ ამ ორგანიზაციას არა აქვს ეს მანდატი, რომ დადოს პოლიტიკური დასკვნა და შეფასება.

 [...]

ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ ყველანი ერთად გადავდივართ ახალ ეტაპზე, იმ ძირითადი მოთხოვნის, რომელსაც ჰქვია ახალი არჩვების დანიშვნა, რამეთუ ამ პირობებში არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა, არჩევნების დანიშვნა. ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც გაუვლია ესოდენ კრიზისი, ესაა ერთადერთი გამოსავალი. 

ყველამ ძალიან კარგად იცის რომ არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე პოლიტიკური კრიზისიდან, როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, როცა ნდობა არა არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება, და ხელისუფლებას ბრჭყალებში ვეძახი, გადასულია ტყუილებზე, იმისთვის რომ თავისი ადგილი გაიმყაროს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. 

ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს, მე ვიტყოდი, შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, აქ, შიგნით, სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევები და ჩვენ არ ვიყოთ ამისთვის მზად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მითუმეტეს არ არის, რომ თვითონ ქართული ოცნება არის გადასული ძალიან აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 

ჩვენ უნდა ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან, რომ ვაიძულოთ ბატონო ივანიშვილი, იმიტომ რომ ისაა ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებს, რომ არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა და სანამ ჩამოიშლება, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და არ სჭირდება ბევრი ბჭობა ამაზე.

მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე და ვიცი რომ გარედან ძალიან  ბევრი იქნება მზად რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები