Wildberries

ვლადისლავ ბაკალჩუკმა Wildberries-ის აქტივების გადაცემასთან დაკავშირებული საქმე წააგო

მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო Wildberries-ის თანადამფუძნებლის, ვლადისლავ ბაკალჩუკის სარჩელი, ბაზრის აქტივების RVB-სთვის (Wildberries and Russ-ის გაერთიანებული კომპანია) გადაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი "სრულად უარყოფილია", თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის.

როგორც ბაკალჩუკი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან სასამართლომ "აღმაშფოთებელი, უკანონო და სრულად არადამაკმაყოფილებელი" გადაწყვეტილება მიიღო.

ბაკალჩუკი სარჩელში 24 იურიდიული პირის მიერ აქტივების გადაცემის გაუქმებას და მათი Wildberries-სთვის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. ბიზნესმენის შეფასებით "უკანონოდ გადაცემული აქტივების" ღირებულება 350 მილიარდ რუბლს აჭარბებს.

ამავე დღეს, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო ტატიანა კიმისა (ბაკალჩუკი) და კომპანია ВБ Девелопмент-ის მიერ ვლადისლავ ბაკალჩუკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. მოსარჩელეები ბაკალჩუკისგან 37 მილიარდი რუბლის ღირებულების ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

კომენტარები