Wildberries

საქართველოში რუსეთის უმსხვილესი ონლაინ გაყიდვების კომპანია Wildberries შემოდის

ქართულ ბაზარზე რუსეთის უმსხვილესი ონლაინ გაყიდვების კომპანია Wildberries შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс-ი ავრცელებს

"საწყის ეტაპზე, მაღაზია ყველა ამანათს თბილისში შეკვეთების გამცემ ერთ პუნქტში მიიტანს, მიტანის დრო დაახლოებით 7 დღე იქნება. ასევე განიხილება საკურიერო მომსახურების დამატებაც. რეგიონში ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოება კომპანიის გეგმებშია", - წერს Интерфакс-ი კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით. 

Wildberries ამჟამად ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, უზბეკეთი და ჩინეთი. 

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, უმსხვილესმა რუსულმა ონლაინ მაღაზიამ, Ozon.ru-მ საქართველოში ოფიციალური მიტანის სერვისი დაამატა

Ozon.ru-ს აქციების უმსხვილესი პაკეტი კომპანია სისტემას ეკუთვნის, რომლის მფლობელი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ჩეხეთში, უკრაინასა და ახალ ზელანდიაში სანქცირებული რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვია. 

კომენტარები