რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან საუბრის დროს კვლავ ილაპარაკა ორეშნიკის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე.
ამჯერად მან დასავლეთ "მაღალტექნოლოგიური დუელის" ჩატარება შესთავაზა.
"თუ დასავლელი ექსპერტები ასე ვარაუდობენ (რედ. - რომ ორეშნიკის ჩამოგდება შესაძლებელია), დაე ჩვენ და მათ, ვინც მათ დასავლეთში, აშშ-ში უხდის, შემოგვთავაზონ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, 21-ე საუკუნის ასეთი მაღალტექნოლოგიური დუელი - შეარჩიონ რამე ობიექტი დარტყმისთვის, სიტყვაზე, კიევში, მოათავსონ იქ მთელი საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები, ჩვენ კი იქ იერიშს ორეშნიკით მივიტანთ და ვნახავთ რა მოხდება. ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ. მზადაა მეორე მხარე?... ჩვენთვისაც საინტერესო იქნება... ჩავატარებთ ასეთ ექსპერიმენტს, ასეთ ტექნოლოგიურ დუელს და ვნახავთ რა გამოვა. მგონი სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც და ამერიკული მხარისთვისაც." - თქვა პუტინმა.
21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმის დროს რუსეთმა ორეშნიკის კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.
28 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სხდომის შემდეგ ლუკაშენკომ თქვა, რომ პუტინს "ეხუმრა", კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებაზე. ამ სისტემას ბირთვული შესაძლებლობა გააჩნია.
6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება.





