დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის, იგივე 286 მილიონი აშშ დოლარის, ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს.
გამოცემა Reuters-ის მიხედვით, პაკეტი მოიცავს:
- 92 მილიონ გირვანქა სტერლინგს უკრაინის საზღვაო ძალების გასაძლიერებლად, მათ შორის, მცირე ნავებისთვის, სადაზვერვო დრონებისთვის, უპილოტო წყალზედა მცურავი საშუალებებისთვის, ნაღმსაწინააღმდეგო დრონებისთვისა და კამიკაძე-დრონებისთვის.
- 68 მილიონ გირვანქა სტერლინგს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისთვის, მათ შორის, რადარებისთვის და დრონების საწინააღმდეგო ელექტრონული ომის სისტემებისთვისა და ცრუ სამიზნეებისთვის;
- 26 მილიონ გირვანქა სტერლინგს უკრაინისთვის აქამდე გადაცემული სისტემების სათადარიგო ნაწილებისთვისა და მხარდაჭერისთვის;
- 39 მილიონ გირვანქა სტერლინგს 1 000-ზე მეტი დრონების საწინააღმდეგო ელექტრონული ომის სისტემისთვის და რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივად შესასყიდად
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა ასევე თქვა, რომ უკრაინას სამხედრო წვრთნებს შესთავაზებდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყებიდან 3 წელიწადში, "მისი არასწორი გათვლის სიღრმე იმაზე ცხადია, ვიდრე ოდესმე, რადგან მამაცი უკრაინელი ხალხი თავიანთი გაუტეხელი სულით ყველა მოლოდინს აჭარბებს".
"თუმცა, ისინი ამას მარტო ვერ იზამენ და სწორედ ამიტომ, გაერთიანებული სამეფო 2025 წლის განმავლობაში გააძლიერებს ჩვენს საერთაშორისო ლიდერობას უკრაინასთან დაკავშირებით". - თქვა ჰეილიმ.





