2 000 ორგანიზაცია და ბიზნეს კომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვითხოვთ, ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს და პოლიტიკურ კრიზისშია დღეს ხომ ქართული ოცნება, ვაღიაროთ. ამიტომ, მათი ეს გაერთიანება არ არის უბრალო გაერთიანება, ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა - თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის...
აი, წარმოიდგინეთ და მე მინდა ვურჩიო მათ, რომ თუ გადაიდო ეს ყველაფერი, ამ პრობლემების გადალახვა, მე პირდაპირ მოგიწოდებთ, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. 2-საათიანი, 2 საათი არავის დააზარალებს, ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს თავისი საწარმოს, მაღაზიის, რესტორნის წინ, ერთი წარწერით - გავიფიცეთ. ეს იქნება გამაფრთხილებელი და მე გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან სერიოზული და დამაფიქრებელი დარტყმა იქნება ეს ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს. ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი თქვენი გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად რომ ხელის გულზე გატაროს და მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართულები. მეგობრებო, მე არავის ვაძალებ ადრეა თუ გვიან, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.





