თბილისში, საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"21 დეკემბრიდან თბილისის მოსახლეობას საახალწლო სოფელში სტუმრობის შესაძლებლობა ექნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა შევქმნათ [...] ჩვენ საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ და ეს ყველაფერი ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ, საახალწლო სოფელში მობრძანდეთ, რომელიც 21 დეკემბრიდან უკვე გახსნილი იქნება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, საახალწლო სოფელი 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.
საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე მოეწყობა.



![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)

