საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო ღონისძიებებისთვის 15 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს მოაწერა.
როგორც განკარგულებაში წერია, მთავრობის ადმინისტრაციისთვის ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.
ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ეს თანხა საქართველოს 65 მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩატარებასა და საახალწლო სოფლების მოწყობაში დაიხარჯება.





