უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც კურსკში რუსეთის სასარგებლოდ იბრძვიან, "ენობრივი ბარიერის" გამო "შიშისგან" შეცდომით თავისიანებს ცეცხლი გაუხსნეს და 8 კადიროველი მოკლეს.
"ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროების გამოყენების პროცესში საბრძოლო ველზე მართვისა და ქმედებების შეთანხმებისთვის რთულ წინაღობად რჩება ენობრივი ბარიერი.
აღნიშნული პრობლემის გამო, ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცებმა "მეგობრული ცეცხლი" გაუხსნეს ე.წ. ახმატის ბატალიონის საავტომობილო ტექნიკას, შედეგად, 8 "კადიროველი" მოკვდა". - წერია ГУР-ის განცხადებაში.
ГУР-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ 14 დეკემბრისთვის რუსი და ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტებულმა სამხედრო დანაყოფებში 200-მდე სამხედრო არის მოკლული.
პენტაგონიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პირველი დანაკარგები განიცადეს.
15 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს იყენებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.





