380-ზე მეტი ბიზნესი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზიდან გამომდინარე, აუცილებელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული ადამიანები ახალ წლამდე გათავისუფლდნენ. ბიზნესებს საერთო განცხადებაზე ხელმოწერა ახალ პლატფორმა – Freebusiness.ge-ზე შეუძლიათ.
"არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას" - წერია თავისუფალი ბიზნესების განცხადებაში





