მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიულოცა.
"გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. გულწრფელად გისურვებთ თქვენს წინაშე არსებული საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობების წარმატებულ და კეთილსინდისიერ შესრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის დაუღალავი მოღვაწეობით გაამართლებთ თქვენთვის მინიჭებულ ნდობას.
იმ დროს, როდესაც სამყარო ეჯახება მრავალფეროვან და რთულ პრობლემებს, მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა ლიდერი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე იყოს ორიენტირებული. ამ გზაზე თქვენ სერბეთის სახით სანდო პარტნიორი გყავთ". – წერია ვუჩიჩის მილოცვაში.
გარდა ამისა, ვუჩიჩმა ყაველაშვილი სერბეთში მოიწვია:
"ვიმედოვნებ, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს შექმნის სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ამიტომ გიწვევთ მეგობრულ სერბეთში ვიზიტით, რაც დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენი ყოვლისმომცველი ურთიერთობების გაძლიერებას".
ამ დროისთვის მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება ვუჩიჩის გარდა, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მიულოცეს.