ილჰამ ალიევმა ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილხამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტება მიულოცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყაველაშვილს წარმატებებს უსურვებს მის საქმიანობაში.

"მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის, საერთო ძალისხმევით ჩვენ გავაძლიერებთ და გავაფართოებთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, უზრუნველვყოფთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას მოვახდენთ" – წერია ალიევის წერილში.

14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. 

კომენტარები