პრეზიდენტის არჩევნები

მიჰკელსონი: საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია!

Siim Lõvi/ERR

ესტონეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ყაველაშვილის ივანიშვილის პრეზიდენტად დანიშვნის ფონზე წერს, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. 

ამის შესახებ მიჰკელსონი X-ზე წერს

"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია!" - წერს მიჰკელსონი.

დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. 

კომენტარები