რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ 9 დეკემბრის ღამეს 2 რუსული რაკეტა და 18 დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 9 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 2 რაკეტითა და 37 დრონით იერიში მიიტანა, აქედან უკრაინამ 2-ვე რაკეტის და 18 დრონის ჩამოგდება მოახერხა.

არსებული მონაცემებით, დარჩენილი 18 დრონი ლოკაციურად დაიკარგა, ხოლო კიდევ 1 ისევ ჰაერშია, საბრძოლო სამუშაოები გრძელდება.

"8:00 საათისთვის, უკრაინის საჰაერო ძალებმა და თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის და მობილური საცეცხლე ჯგუფების ნაწილებმა ჩამოაგდეს ორი X-59/69 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 18 დრონი. უპილოტო საფრენი აპარატები სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ვინიცას, ხმელნიცკის, რივნეს, ტერნოპოლისა და ოდესის რეგიონებში ჩამოაგდეს.18 დრონი დაიკარგა ადგილზე, ერთი ჰაერში. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება" - წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ტელეგრამზე.

კომენტარები