ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინების იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თქმით, რუსეთმა ე.წ. აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.

"რუსულმა მხარემ აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა, [გადაწყვეტილება მიღებულია] ქვეყნის სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით". - თქვა ბგანბამ.

მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრემიერის თქმით, "აფხაზეთის სანიტარული სამსახურები ციტრუსში მავნებელი მწერის არსებობას უარყოფენ".

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთში მანდარინის ექსპორტი ზამთარში აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა. ამ სეზონზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.

მანამდე, ტელეგრამ-არხი RESPUBLICA წერდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ექსპრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიმართა.

კომენტარები