უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, 5 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მიშელ ბარნიემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საკუთარი მთავრობის დათხოვნის შესახებ ფორმალურად აცნობა და ელისეის სასახლეში ესაუბრა. მაკრონი საფრანგეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
ფრანგული მედიის ცნობით, საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც მთავრობას დეპუტატებმა, როგორც მემარცხენეებმა, ისე მემარჯვენეებმა, უნდობლობა გამოუცხადეს, ბარნიე საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში გახდა ყველაზე მცირე ვადის მქონე პრემიერმინისტრი.
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა მაკრონს ახალი პრემიერის სასწრაფოდ დანიშვნა სთხოვა, რათა გაურკვეველი მდგომარეობა არ შეიქმნას.
საფრანგეთის 577 დეპუტატიდან 331-მა უნდობლობის გამოცხადებით, მიშელ ბარნიეს გადაყენებას მისცა ხმა მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ საფრანგეთი პოლიტიკურ კრიზისშია.