რუსული რეჟიმი

შსს: ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე პოლიციამ 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 7 პირი დააკავა:

1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.

აღნიშნული ბრალდებები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, შსს-ის მიხედვით,  ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.

კომენტარები