გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას ოფისთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს.
შსს-ს თანამშრომლები გირჩი-დროას ოფისს ჩხრეკდნენ, ხოლო გვარამია ოფისში შესვლას ითხოვდა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, გვარამია შსს-ს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.
დაკავებისას ნიკა გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებიდან რამდენიმე წუთში, ოფისთან, სავარაუდოდ, გელა ხასაიაც დააკავეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



