აქციაზე დაშავებული მოქალაქე

აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება

21 წლის ალექსანდრე თირქია, რომელიც აქციებზე დაშავდა ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციაში მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება, სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისთვის სტაბილურია და მას ოფთალმოლოგები აკვირდებიან.

"21 წლის ბიჭთან დაკავშირებით, უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია. [...] 

მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცაღა, დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების მიერ დაკვირვება. [...] რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას". - ამბობს ინგოროყვას ექიმი, ნინო ხარაიშვილი.

გუშინ, აქციაზე დაშავებულ 21 წლის ალექსანდრე თირქიას, რომელსაც სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა და აღენიშნებოდა სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის მოტეხილობა და თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევები ჰქონდა სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები