ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ტყუილია, თითქოს ოცნება დავტოვე, ვაგრძელებ მუშაობას თავმჯდომარის პოზიციაზე

დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე ქართული ოცნება.

ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ქართული ოცნება ავრცელებს.

ტელეკომპანია პირველისა და ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს.

კომენტარები