აშშ უკრაინას დამატებით 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენის გავრცელებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, პაკეტი მოიცავს Stinger-ის ტიპის რაკეტებს, საბრძოლო მასალას დრონების საწინააღმდეგო სისტემებისთვის (c-UAS), HIMARS-ისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, 155 და 105-მმიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და სხვა საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას.
აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინას საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გამოიყოფა და უკრაინას უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI) გაწეული დახმარება.
მანამდე, 20 ნოემბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატების 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ცნობისთვის, გამოცემა Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა.
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა