ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რელიგიათა საბჭო: კატეგორიულად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებასთან და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:

"საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.

დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ტოლერანტობა, ხანგრძლივი მშვიდობა, - ესაა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ღირებულებები, რომლებიც ყველა რელიგიის საერთო პრინციპს ეფუძნება: სხვას ნუ მოექცევი ისე, როგორც არ გინდა, მოგექცნენ შენ.

რელიგიათა საბჭოს წევრები უდიდეს საფრთხეს ვხედავთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის კურსზე უარის თქმაში - საფრთხეს საქართველოში ადამიანის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის.

  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია

  • ხსნის არმია

  • მეგობართა საზოგადოება კვაკერები

  • აღდგენილი სამოციქულო ეკლესია

  • სახარების რწმენის ეკლესია

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი

  • საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

  • ასურელთა წმიდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია

  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

  • საქართველოს პროტესტანტული ეკლესია

  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია".

 წერია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები