მეზვრიშვილი საჯარო მოხელეებს: ადამიანურად მძიმე იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი

საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი, ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი, თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ, გადაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ, ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ, თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ.

ხოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია, ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები. მაგრამ, ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”. ადამიანურად უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი. უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით.

წერს Facebook-ზე პარტია გახარია-საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

ქართული ოცნების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, კობახიძის თქმით, ისინი 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის მხრიდან ყველანაირ საბიუჯეტო გრანტზე.

28 ნოემბერს პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

კომენტარები