პაპუაშვილი ოპოზიციის მანდატებზე: გაღიმებულებს დავტოვებთ, რა სახის გაღიმება იქნება, ნახავენ

ვისაც სურს მანდატებზე უარის თქმა, არაუგვიანეს ორშაბათისა უნდა შემოიტანონ განცხადება, სხვა შემთხვევაში, სესია მთავრდება და გამოჩნდება, რომ დროს აჭიანურებენ სპეციალურად, რომ რამენაირად გადააცილონ სესიას.

რაც შეეხება იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ყველა დააკვირდეს და ნახავს, რა გადაწყვეტილება იქნება...

..,ჩვენ აქ გვაქვს დიდი არჩევანი, ამიტომ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართველი ხალხის ინტერესშია.

როგორც ყოველ ჯერზე მათ ნაბიჯებზე ჩვენი პასუხების შედეგად ისინი [ოპოზიცია] გაღიმებული რჩებოდნენ, ზუსტად ასე გაღიმებულს დავტოვებთ, ეს გაღიმება რა სახის გაღიმება იქნება მათთვის, დააკვირდნენ პარლამენტის მოქმედებას და ნახავენ.

ვარწმუნებ ქართველ ხალხს, როგორც ყოველთვის, პარლამენტი იღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არა ოპოზიციის, არამედ ხალხის ინტერესში იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირველი არხის ეთერში, 

კომენტარები