28 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 76 ფრთიანი რაკეტა, 3 მართვადი საავიაციო რაკეტა და 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
ჯამში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ აღრიცხა 188 საჰაერო თავდასხმის მოწყობილობა.
"საჰაერო იერიში მოგერიებულ იქნა ანტი საზენიტო-სარაკეტო ჯარების, ავიაციის, REB დანაყოფების, საჰაერო ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფების მიერ". - წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
რუსული რაკეტებისა და დრონების სამიზნე უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურა იყო.
რუსეთმა დარტყები ხარკოვის, ვოლგოგრადის, შავი ზღვის აკვატორიის, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორელის, ბრიანსკისა და მილეროვოს ტერიტორიებიდან განახორციელეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





