რუსეთმა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური იერიში მიიტანა.
28 ნოემბრის დილის საათებში უკრაინის საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა ათობით X-101 ფრთოსანი რაკეტა.
გარდა ამისა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა იერიშისას გამოიყენეს კალიბრის ტიპის რაკეტები.
საჰაერო განგაში გამოცხადებულია უკრაინის დედაქალაქში. ასობით კიეველი მეტროს აფარებს თავს.
ამ დროისთვის აფეთქებები მოხდა კიროვგრადის, ლვოვის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ვინიცკის, ვოლინსკის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქებში.
"მიმდინარეობს ელექტროენერგიის გამომმუშავებელი და გამანაწილებელი ობიექტების მასიური განადგურება". – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშენკო.





