საქართველო-ევროკავშირი

ფიშერი: თუ ხალხს სურს EU-ში გაწევრიანება, უნდა უთხრას მთავრობას, რომ გააკეთოს ყველაფერი

თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

მოგეხსენებათ, არჩევნები ძალიან საკამათო, ძალიან სადავო იყო. რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ იყო დარღვევები ბევრ სფეროში, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტანდარტებს. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო არჩევნები ამდენი დარღვევით, ყველა ვიტყოდით - აქ რა ხდება? ეს არ არის მისაღები.

ყოველ შემთხვევაში თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

რა არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ათასჯერ და ათობით ათასჯერ დაიწერა უკვე. ახლა 9 პუნქტის შესრულებაა საჭირო შემდეგ საფეხურთან მისაახლოებლად: თქვენ უნდა გააუქმოთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ არ შეგვიძლია, ის გავაუმჯობესოთ აქ ან იქ, ეს არ მოხდება, ის უნდა გაქრეს.

თქვენ უნდა გადახედოთ LGBTQ კანონს, რადგან ამ კანონით თქვენ ახდენთ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები გარკვეული უმცირესობების დისკრიმინაციას, ეს უკანონოა ევროკავშირში.

და თქვენ უნდ შეწყვიტოთ ევროკავშირის შესახებ ცუდად ლაპარაკი, მტკიცება, რომ ევროკავშირი მტერია, მაშინ როდესაც ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. ეს გრძელდება ყოველდღე, ყოველ ჯერზე როდესაც ახალ ამბებს ვეცნობი, მესმის, რომ რაღაც სახის საშიში აგენტი ვარ. მე აქ ჩამოვედი როგორც მეგობარი და პარტნიორი.

თქვენ თქვით, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, ეს არის გერმანელი გადასახადის გადამხდელის ფული, ეს არიან გერმანელი ავტობუსის მძღოლები, გერმანელი ექთნები, ჩემნაირი გერმანელი საჯარო მოხელეები, ჩვენ ყველა ვიხდით ჩვენი გადასახადის ნაწილს საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში, ასე რომ, როგორ უნდა დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას, ეს ყველაფერი უკვე წერია, ყველამ იცის და, რა თქმა უნდა, იცის თქვენმა მთავრობამ.

იცის, რადგან ერთერთი საქმე, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ გავცემთ სტიპენდიებს და საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ სტიპენდიით, მათ განათლება იურიდიულ და სხვა დარგებში გერმანიაში აქვთ მიღებული. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ, ძველი რეკლამის მსგავსად - უბრალოდ გააკეთე ეს. მაგრამ თუ არ გააკეთებ, მაშინ მშვიდობით საქართველო, ევროკავშირი თქვენთვის აღარ იქნება.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი BMG-ის გადაცემის, საქმიანი დილის ეთერში.

კომენტარები