ქართული ოცნების დეპუტატი, გენო პეტრიაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სპორტისა და კულტურის გვერდში დგომისთვის, ბიძინა ივანიშვილს "უმაღლესი ჯილდო" გადაეცეს.
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ ქართუსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ჩვენი სპორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია. პატარა ინიციატივით გამოვდივარ: ხომ არ აჯობებდა, რომ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის, ამ თავდადებული კაცისთვის უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა". - თქვა პეტრიაშვილმა პარლამენტში, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.
დღეს, 27 ნოემბერს, ერთპარტიულ პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.