პრეზიდენტის არჩევნები

მელია ყაველაშვილზე: ამით ივანიშვილმა საკუთარი გუნდის წევრებს ადგილი მიუჩინა

რატო უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად და შემდეგ პრეზიდენტად, როდესაც თავად ივანიშვილი გყავს, თავის განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით მეტია, ვიდრე ყაველაშვილი?

თვითონ ოცნების წევრებისთვის იყო მოულოდნელი და ამით მიუჩინა თავად საკუთარ გუნდის წევრებს ადგილი, თორე ყაველაშვილის გაპრეზიდენტობაში ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს იმიტომ, რომ კალაძე ჰყავს ასეთი მაგალითი - ჰყავს სხვა წარმომადგენლები, სკოლის ატესტატიც რომ არ აქვს ადამიანს.

თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

კომენტარები